არჩევნები 2021

ევროპულ საქართველოს მერობის კანდიდატი 14 ქალაქში ეყოლება, აქედან 2 – შეთანხმებული

ევროპული საქართველი მერობის კანდიდატებს 12 მუნიციპალიტეტში წარადგენს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, 2 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ხონსა და თერჯოლაში უკვე ცნობილია, რომ ევროპული საქართველოს წარდგენილ კანდიდატებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაუჭერენ მხარს, ხოლო დანარჩენ  მუნიციპალიტეტებზე ჯერ ცნობილი არ არის.

ევროპული საქართველო კანდიდატებს წარადგენს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

  • ეთერ ჯალაღონია – გორი
  • ზურაბ სადათეირაშვილი – ახალციხე
  • არაენ კარაპეტიანი – ახალქალაქი
  • ახმედ იმამკულიევი – მარნეული
  • ჟუკიანა ფოფხაძე – სამტრედია
  • აკაკი გეჯაძე – კასპი
  • მაია კაციტაძე – ამბროლაური
  • ნინო დავითაშვილი – თეთრიწყარო
  • ზურაბ ბუცხრიკიძე – თერჯოლა
  • ზურაბ ჯიბუხაია – ხონი

    წალენჯიხაში, ნინოწმიდასა და ადიგენში ევროპული საქართველო მერობის კანდიდატების ვინაობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.



ასევე ცნობილია, რომ 16 მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველო ოპოზიციის დიდი ნაწილის მერობის საერთო კანდიდატს დაუჭერს მხარს. ეს მუნიციპალიტეტებია: ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, წყალტუბო, მარტვილი, ქობულეთი, ხულო, ასპინძა, ახმეტა, გურჯაანი, დმანისი, ლანჩხუთი, მესტია, ჭიათურა.

ასევე, 664 სამაჟორიტარო ოლქიდან 315 ოლქში სხვადასხვა პარტიებს შორის შედგა შეთანხმება საერთო კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

კომენტარები