არჩევნები 2021

დეკანოიძე: სამტრედიაში წარდგენის მუზეუმში ჩატარებაზე უარი გვითხრეს, ოცნება სულ აქ ატარებს

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ქუთაისში ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ სამტრედიაში მერისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიების ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე გამართვის შესახებ ჯერ მერიიდან თანხმობა მიიღეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ პირობა შეიცვალა და მუზეუმი უნდა დაიხუროს. 

"გადავაგზავნეთ ადგილმდებარეობის ნებართვაზე წერილი, კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის მუზეუმის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე ოცნება მუდმივად ატარებს წარდგენას და შეხვედრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. მოგვივიდა თანხმობა, მაგრამ 5 წთ ჩვენს ორგანიზაციას დაურეკეს და უთხრეს, რომ შეიცვალა პირობა და მუზეუმი უნდა დაიხუროს. კოვიდის შემთხვევები იქ დაფიქსირებული არ არის.

პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაზე საქმის კურსშია ეუთო/ოდირის მისია საქართველოში.

წარდგენას მაინც ჩავატარებთ! ვერავის დაჩაგრავთ. ყველაფერს დაგიფიქსირებთ". – წერს დეკანოიძე.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები