2021 წელს გარდაცვლილები

ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის მსახიობი მაიკლ კონსტანტინი გარდაიცვალა

Hollywood Reporter

94 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი მაიკლ კონსტანტინი გარდაიცვალა.

წარმოშობით ბერძენმა მსახიობმა სამსახიობო კარიერა 1959 წელს დაიწყო. პირველი დიდი წარმატება ათი წლის თავზე, სერიალ Room 222-სა და მოგვიანებით Sirota's Court-ში მონაწილეობას მოჰყვა. აქტიურად თამაშობდა ბროდვეის დადგმებში. 2003 წელს გამოსულმა რომანტიკულმა კომედიამ, ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი საყოველთაო პოპულარობა და რამდენიმე კინოჯილდოს ნომინაცია მოუტანა.

კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო ემი, არის ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ნომინანტი.

კომენტარები