დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი ევანდერ ჰოლიფილდის ჩხუბს წაიყვანს

NY Post

2011 წლის შემდეგ პირველად ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი რინგს უბრუნდება. 

58 წლის ჰოლიფილდის მეტოქე შერეული საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი, ბრაზილიელი ვიქტორ ბელფორტი იქნება. სპეციალური შეხვედრა ფლორიდის შტატში 11 სექტემბერს გაიმართება.

დონალდ ტრამპი ჰოლიფილდისა და ბელფორტის ჩხუბზე მიწვეული კომენტატორი იქნება. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მოსმენა ფასიანია და მაყურებელს ამ პაკეტის შეძენის შესაძლებლობა უკვე აქვს.

"მიყვარს დიდი ჩხუბი და დიდი მებრძოლები. მოუთმენლად ველოდები ამ ჩხუბს და რა თქმა უნდა მიხარია, რომ კომენტატორი ვიქნები, ეს ამბავი არ უნდა გამოტოვოთ". – ამბობს დონალდ ტრამპი.

ჰოლიფილდი, რომელსაც მაიკლ ტაისონი ორჯერ ჰყავს დამარცხებული, მომავალი შეხვედრისთვის 16 თვის განმავლობაში ვარჯიშობდა.

კომენტარები