თვითმმართველობის არჩევნები 2021

კალაძე ნარკოტესტზე: ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და ამიტომ არ აბარებენ

ქართული ოცნების წევრებმა ჩააბარეს ნარკოტესტი, სანამ პარლამენტში შევიდოდნენ. გასაკვირია რატომ არ არის ეს მოთხოვნა მერებთან დაკავშირებით. შესაბამისად ამიტომ იყო ჩემი ინიციატივა. არ ვიცი, ალბათ რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს ამასთან დაკავშირებით და ამიტომ არ აბარებენ, თორემ რა არის, ძალიან მარტივია ამის გაკეთება ხო?

მოგისმენიათ ჩემგან რამე, რომ თითქოს მე ვინმესთან დაკავშირებით ეჭვები მაქვს? არ არსებობს ბუნებაში ეგეთი რაღაც. რა შუაშია გიორგი გახარია, დიდი აქცენტი გაქვთ და თუ იცით რამე გვითხარით. 

დედაქალაქის მერი და ქართულო ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ნარკოტესტთან დაკავშირებით. მან სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა. 

კომენტარები