არჩევნები 2021

ხაზარაძე: სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლაზე ივანიშვილის და ოცნების წისქვილზე წყლის დასხმაა

სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ივანიშვილის და ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა.

ამ გამარჯვების მისაღწევად ლელო აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან. 2 ოქტომბერს ოცნება დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. 6 სექტემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.

კომენტარები