ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე: მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია

დავაკვირდით, რომელი ჯგუფი ავადდება ყველაზე მეტად და ასევე, რომელი ჯგუფის ჰოსპიტალიზაცია ხდება ყველაზე მეტად, და ჰოსპიტალიზებულთა შორის გამოიკვეთა ის ასაკობრივი გრადაცია და ასაკობრივი პირამიდა, რომელიც ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვმარტეთ - ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ, მიზნობრივი ვაქცინაცია იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, ლეტალობის შემცირება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე TV იმედის ეთერში. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასასრულებლად მსოფლიო მოსახლეობის 60%-ზე მეტის ვაქცინაციაა საჭირო. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ბავშვების აცრებიც არის დაწყებული.

კომენტარები