ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ერთი თვის ახალშობილის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
"ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ეს არის ერთი თვის ახალშობილი. ასევე რეანიმაციაში 5 მძიმე პაციენტია, რომლებსაც თანხმლები დაავადება აქვთ".- ამბობს ჩხაიძე.
6 სექტემბერს, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 120 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 16 149 ტესტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს სულ 7 867 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 565 957-ია. გამოჯანმრთელდა 519 673

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



