კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 120 შემთხვევა

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა 1 120 ახალი შემთხვევა, ხოლო 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 149 ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.15%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.19%. 

გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების 38 391 აქტიური შემთხვევა. 1 572 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს სულ 7 867 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 565 957-ია. გამოჯანმრთელდა 519 673 პაციენტი. 


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები