კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

tsamali.ge

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკაში დაუდასტურეს. 

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის ინფორმაციით, მოზარდს სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

"პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები, როგორიც არის - ჰიდოსეფალია, ჰემეპარეზი, სეფსისი. შემოყვანილი იყო თბილისიდან, მოიყვანა სასწრაფომ, შემოსვლისთანავე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამისი სიმძიმის შეფასების შემდეგ". - ამბობს რეხვიაშვილი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 1 120 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 16 149 ტესტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს სულ 7 867 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 565 957-ია. გამოჯანმრთელდა 519 673 პაციენტი. 

კომენტარები