კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ტაბულასთან საუბარში განმარტავს, რომ ჩვილი მძიმე მდგომარეობით ერთი კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს ციციშვილის კლინიკაში.

"მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ახალშობილთა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, რეპირატორული დისტრესი, მაერთვით სუნთქვაზე იმყოფებოდა შემოსვლის დღიდან, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო". – ამბობს მაია ჩხაიძე ტაბულასთან საუბარში.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 684 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა  2 695 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 562 627 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 732 და გამოჯანმრთელდა 509 181 პირი.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები