ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ISIS-ის მხარდამჭერმა ტერორისტმა 6 ადამიანი დაჭრა

ახალ ზელანდიაში, ოკლენდის რაიონ ნიუ-ლინში ISIS-ის მხარდამჭერმა ექსტრემისტმა სუპერმატკეტში სულ მცირე 6 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

პრემიერმინისტრ ჯასინდა არდერნის თქმით, ტერორისტული შეტევა შრი-ლანკელმა მამაკაცმა მოაწყო, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას იზიარებდა და უსაფრთხოების სამსახურების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 

არდერნის ცნობით, თავდასხმის დაწყებიდან 60 წამში ტერორისტი პოლიციელებმა მოკლეს.

 

კომენტარები