ვაქცინაცია

ერიკ ტოპოლი: არანაირი ADE არ არსებობს – მითი და დეზინფორმაციაა

"მორიგი დამსხვრეული მითი და დეზინფორმაცია ვაქცინაციის ირგვლივ – არანაირი ADE არ არსებობს". – წერს SCRIPPS კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და MEDSCAPE-ის მთავარი რედაქტორი, ერიკ ტოპოლი, ზოგიერთი წყაროს მიერ კორონავირუსის ვაქცინებთან ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების დაკავშირების შესახებ.

ერიკ ტოპოლმა სოციალურ ქსელ ტვიტერში ისლანდიაში ეპიდსიტუაციის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები გააზიარა, რომელზეც ჩანს, რომ ინფიცირების შემთხვევების მიუხედავად, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ მცირეა. ისლანდიის მოსახლეობის 78% სრულად ვაქცინირებულია. 

ინფიცირების შემთხვევები 3 ივნისიდან 24 აგვისტომდე, ისლანდია
გარდაცვალების მაჩვენებელი 3 ივნისიდან 24 აგვისტომდე, ისლანდია

გუშინ, 27 აგვისტოს, ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობდა ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE), რამაც ზოგი ვაქცინის წარუმატებლობა განაპირობა, მაგალითად მოჰყავს სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და თავის დროზე SARS-ის და  MERS-ის ვაქცინების შემთხვევები.

ანტისხეულებზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც ინფექციის შეხვედრისას, არსებულმა ანტისხეულებმა შეიძლება, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი კიდევ უფრო გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მსგავსი ფენომენი არ დაფიქსირებულა.

კომენტარები