მკვლელობა

15 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც საუზმის მომზადებაზე უარის თქმისთვის ცოლი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც 2020 წელს სამტრედიაში ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და ბრალი "სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის დ1 და ვ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა ".

კომენტარები