პანკისის ხეობა

პანკისში, სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის სახლს ესროლეს

მთავარი არხი

პანკისში, სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის სახლს ესროლეს.

შემთხვევა ღამის 00:00 საათზე მოხდა.

პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, სროლა უშუალოდ მურად ქავთარაშვილის მისამართით იყო - ის თბილისიდან ახალჩასული იყო და სახლში შედიოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკითხვაზე სამი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთ-ერთი ვისო მუთოშვილის ძმაა. 3მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს სწორედ დუისში მოკლეს.

ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე - მუქარის და 156-ე, დევნის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები