თვითმმართველობის არჩევნები 2021

გახარია: ქართული ოცნება უაღრესად ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას

დღევანდელი მმართველი ძალა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვაბრუნებს წარსულში, ისინი იყენებენ ზუსტად იმ მეთოდებს, რითაც თვითონ იყვნენ უკმაყოფილოები, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში სამართლიანობის ძირითადი ლოზუნგით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება უაღრესად ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის, ქართული ოცნება თავისი უსუსურობით დააბრუნებს ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას, თუ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა 2011-12 წლებში: ჩადებებს, დაშინებებს, ზეწოლებს და ოჯახის წევრებზე მუქარებს. 

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ, აჭარაში პარტიის მერობის და ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები