საზოგადოებას შევახსენებ, რომ სულ რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება, სულ მცირე, ერთი დოზით აცრილი მილიონი ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 35%, არჩევნების დღეს ამ ტემპით მოსახლეობის 60%, სულ მცირე, ერთი დოზით მაინც იქნება აცრილი. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, აქ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ პარტიებსაც ეკისრებათ. თავად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარება. ეს იყო ქართული ოცნების მიდგომა საპარლამენტო არჩევნებზე და ახლაც იგივე იქნება, ასე ვგეგმავთ წინასაარჩევნო კამპანიას, ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც, ნაცვლად არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, უზრუნველყავით თქვენი საარჩევნო კამპანიის რეგულაციების დაცვით ჩატარება. არჩევნები ჩატარდება კოვიდუსაფრთხო გარემოში და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.
არჩევნები 2021
პაპუაშვილი: არჩევნები ჩატარდება კოვიდუსაფრთხო გარემოში და ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ
tbl.ge/5nz9
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველ გუნდს მოუწოდა, რათა იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, ვინაიდან საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ




