თვითმმართველობის არჩევნები 2021

დეკანოიძე არჩევნების გადადებაზე: მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ვარიანტი

პანდემიასთან ბრძოლაში რეალურად დამტკიცდა, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია არავითარი საშუალება და სურვილი, გამოასწოროს საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა. მათ შორის, სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებელი, რომლითაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, სწორედ ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ღარიბაშვილმა, მისმა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ძალაუფლების გამო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე. შესაბამისად, უმძიმეს მდგომარეობასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეკისრება.

[...] ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს [არჩევნების გადადება] სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემაა, არის ღია და გამჭვირვალე, რომ მათ ადამიანების სიცოცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ. განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გვაინტერესებს.

თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები