თვითმმართველობის არჩევნები 2021

ვაშაძე: უნდა დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით

მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს, ვინ იტყვის პირველი, ვინ მეორე, ვის უნდა და ვის არა არჩევნები, მაგრამ ფაქტია, იმდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, რომ პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის და თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, თუ ჩვენ კომპლექსური ნაბიჯები არ გადავდგით ამ პირობებში, ვერანაირად წინ ვერ წავალთ. 

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები