ვაქცინაცია საქართველოში

საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილთა 10% – სულ მცირე, 1 დოზით – 23.7%

ჯანდაცვის სამინისტრო

22 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.0%-ია. სულ მცირე, 1 დოზით აცრილია 675 978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

ქვეყანაში ჯამურად ჩატარებულია 962 165 აცრა. ბოლო 24 საათში აიცრა 23 303 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 803 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 332 პირი.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

ნახეთ, სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები