თვითმმართველობის არჩევნები 2021

უგულავა: მეკითხებიან – რატომ ფოთი? რატომ 5 ნომერი? იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს რეფერენდუმია

დიახ, მეგობრებო, თქვენ არ ცდებით, მე ვხედავ აქაც და ბევრგან გაკვირვებულ თვალებს და ეს უკანასკნელი დღეებია, ძალიან ბევრი მეკითხება - რატომ ფოთი? რატომ მე? რატომ 5 ნომერი? მე მაქვს ერთი მარტივი პასუხი - იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი. იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწვეტთ, საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ და გავისტუმრებთ იქ, სადაც ნიკამ ახსენა ქართულ ოცნებას. მაგრამ, მანამდე ჩვენ მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და შრომა.

[...] ნიკამ შემომთავაზა, რომ იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღოო, რაზეც მე თვითონ ვთქვი უარი. იმიტომ, რომ არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, არ არის დრო კომპლექსების ტირაჟირების. არის მხოლოდ ბრძოლის და ბრძოლის დრო. არ არის დრო, გავარჩიოთ - ეს ნომერი მინდა, ის ნომერი მინდა... სულ ერთია, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, რომელიც განვითარებას მოიტანს, რომელიც დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი? იყოს 5, იქნება სხვა? იყოს სხვა ნომერი.

ამბობს ფოთში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა წარდგენაზე. 

კომენტარები