კორონავირუსის ვაქცინა

FDA-მ PFIZER-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია, შესაძლოა, 23 აგვისტოს მიანიჭოს

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო Pfizer-BioNTech-ის შემუშავებული Covid-19-ის ვაქცინის საბოლოო, სრული ავტორიზაციის მინიჭებაზე მუშაობს. ინფორმაციას The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სააგენტომ ვაქცინას სრული ავტორიზაცია, შესაძლოა, ორშაბათს, 23 აგვისტოს მიანიჭოს.

გადაუდებელი გამოყენებისთვის Prizer-BioNTech-ის ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს. FDA-ს გადაწყვეტილების შემდეგ შემდეგ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის პირველი ვაქცინა იქნება, რომელმაც საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცების შემდეგ სრულ ავტორიზაციას მიიღებს. 

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის თქმით, მას იმედი აქვს, რომ კორონავირუსის ვაქცინები აგვისტოს თვის ბოლომდე სრულ ავტორიზაციას მიიღებს. ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინის სრულმა ავტორიზაციამ, შესაძლოა, დააჩქაროს კომპანიების და სკოლების მიერ ვაქცინაციის მოთხოვნა.


საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაცია ივლისში დაიწყო. ვაქცინაციაზე დარეგისტრირება შესაძლებელია პორტალიდან https://booking.moh.gov.ge/

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405. 

ასევე მუშაობს ვაქცინაციის პუნქტები, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ აცრა:

კომენტარები