ვაქცინაცია საქართველოში

СOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

დღეიდან, 20 აგვისტოდან, СOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები იუსტიციის სახლებშიც შეძლებენ. რეგისტრაცია შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებშიც.

ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405.

სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.

სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურება.

კომენტარები