კორონავირუსის ვაქცინა

იმნაძე: რნმ-ს არაფრით შეუძლია შეცვალოს დნმ, ვაქცინის მერე ნამდვილად არ გვემუქრება გადაჯიშება

ადამიანებს ვიღაცამ არასწორად მიაწოდა ინფორმაცია... ეს ვაქცინები მართლაც მიღებულია გენეტიკური მანიპულაციით ვირუსთან დაკავშირებით, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინება, რომ RNM, ინფორმაციული RNM, რომელიც არის ძირითად ვაქცინებში და წარმოქმნის კორონას დამახასიათებელ ცილას, რომელზეც იმუნიტეტი გვიმუშავდება, უკუგზა, რომ ის მერე მოხვდეს ჩვენს DNM-ში და შეცვალოს ჩვენი DNM, ამის ბიოლოგიური მექანიზმი თეორიულადაც კი არ არსებობს, ეს უბრალოდ გამორიცხულია, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ბიოლოგიაში, იმან იცის, რომ ინფორმაციულ RNM-ს არაფრით შეუძლია მობრუნდეს უკან და შეცვალოს DNM, ასე რომ ეს არის ძალიან დიდი, დიდი ტყუილი. ამ ვაქცინის შემდეგ ნამდვილად არ გვემუქრება [გადაჯიშება]...

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვაქცინებთან დაკავშირებულ მითებზე საუბრობს.

კომენტარები