ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა, რის შედეგად ლარი მცირედით გამყარდა 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციის შედეგად, ლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

20 აგვისტოს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1249 შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1257 ლარი გახდა, დღეს მოქმედი კურსი 3.1323 იყო, ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა. 

ხვალიდან 1 ევროს ღირებულება 3.6514 ლარი გახდება, დღევანდელი კურსი კი 3.6623 ლარი იყო. შესაბამისად, ცვლილება 1.09 თეთრია. 

ლართან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომლის გაცვლითი კურსი 0.3660 ლარია. ასევე, გაუფასურდა გირვანქა და ის 4.2560 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული გაცვლითი კურსები 21 აგვისტოდან შევა ძალაში . 

2021 წლის 6 იანვარს27 იანვარს18 თებერვალს და 22 აპრილს  ეროვნულმა ბანკმა 40-40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. აღნიშნულ აუქციონებზე ჯამში თითქმის 200 მილიონი დოლარი გაიყიდა.

2020 წელს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

 

კომენტარები