ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ $30 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ $30 მილიონი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1249 შეადგინა. 

ეს 2021 წლის მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. 6 იანვარს27 იანვარს18 თებერვალს და 22 აპრილს  ეროვნულმა ბანკმა 40-40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. წლის განმავლობაში სებ-მა სავალუტო აუქციონზე ჯამში $190 მილიონი გაყიდა.

2020 წელს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 

კომენტარები