ავღანეთი

გრემი: თუკი ბაიდენი აშშ-ს მოქალაქეებს და ავღანელებს დატოვებს, მას იმპიჩმენტი ეკუთვნის

თუ ჩვენ არ გამოვიყვანთ იმ ავღანელებს, რომლებმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, მაშინ, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონსტიტუციის წინაშე დანაშაულს ჩაიდენს და მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს.  

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუკი ბაიდენი ავღანეთიდან არ გამოიყვანს ამერიკის მოქალაქეებს და იმ ავღანელებს, რომლებიც მამაცურად იბრძოდნენ ჩვენ მხარდამხარ, მაშინ ის დანაშაულს ჩაიდენს. 

ჩვენი ხალხის უკან დატოვების გამო, ნებისმიერ მეთაურს სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარადგენდნენ. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ვალდებულია, ყოველი ამერიკელი მოქალაქისა და ჩვენი თანამებრძოლი ავღანელების წინაშე, რომ ისინი სამშვიდობოს გამოიყვანოს.

თუკი დავტოვებთ, თალიბები მათ დახოცავენ. 

თქვა ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა.

კომენტარები