ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა. გადაწყვეტილება COVID-19-ის დელტა ვარიანტთან ბრძოლისთვის გახდა საჭირო.
ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი, რომელიც 49 წლისაა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კამერებთან მესამე დოზით აიცრა.
"თუკი მესამე დოზით ყველა აიცრებით, მეოთხე ჩაკეტვას თავს ავარიდებთ" – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
"ჩვენ შევძლებთ დელტას დამარცხებას, მაგრამ ყველაფერი ჩვენს კოოპერაციაზეა დამოკიდებული" – დაამატა ნაფთალი ბენეტმა.
აქამდე ისრაელში მესამე დოზით ჯერ 60 წელს გადაცილებულებს, შემდეგ კი 50-ს გადაცილებულებს ცრიდნენ.
ისრაელი 29 ივლისს გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ხანდაზმულთა Covid-19-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დასაშვები გახადა.