მთავარი არხი

ფინანსთა მინისტრი მთავარ არხზე: გაქარწყლდა კონკრეტული რისკი და ამით დასრულდა შემოწმება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ ტელეკომპანია მთავარი არხის გაყიდვების სახლის შემოწმებას ეხმაურება. ხუციშვილი წერს, რომ შემოწმებამ გააქარწყლა კონკრეტული რისკები და შესაბამისად, ამით დასრულდა შემოწმებაც. 

"რაც შეეხება პროცესს – "ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე".

ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება". – წერს ხუციშვილი.

27 ივლისს მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობდა, რომ გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა. გვარამიას თქმით, ეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანება იყო და, მისი აზრით, სხვა კრიტიკულ მედიებსაც იგივე ელოდება.

ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს თქვა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია.

კომენტარები