ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მაქვს ინფორმაცია, 3 პარტიულ ტელევიზიაში ტრიალებს შავი ფული, გამოსაძიებელია

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს. მისივე თქმით, ისინი პარტიული ტელევიზიები არიან და რეიტინგზე მუშაობენ. 

ამის შესახებ კობახიძემ, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ღამის კურიერში ისაუბრა. 

“2012 წლიდან მოყოლებული ძირითადად 3 პარტიულ ტელევიზიებზე, ნაციონალების კუთვნილ ტელევიზიებზე, ჯამში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედიამენეჯერებს. ეს არის შავი ფული, გამოსაძიებელია, შავი ფული ტრიალებს ამ 3 ტელევიზიაში. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ყოველწლიურად ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება. ერთია, კანონის დარღვევა, რასაც აკეთებენ, მეორეა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები

ერთ-ერთ ტელევიზიაში გვაქვს ინფორმაცია, რომ მკაცრად დააყენეს საკითხი, თუ სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა ამ კონკრეტული ტელევიზიის რეიტინგი, გაყრიდნენ მთელ კოლექტივს, მათ შორის, მთავარ წამყვანებსაც". – ამბობს კობახიძე. 

კომენტარები