ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 18 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ბელიაშვილის, ქურდიანის, სლავა მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სააკაძის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის, კოსტავას, ხვიჩიას, გიორგი მიროტაძის, ოჟიოს, ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, იყალთოს, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის და სპირიდონ ვირსალაძის  ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, პუშკინის, ვერცხლის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის და თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები