კორონავირუსი საქართველოში

თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო.

სამინისტროს განმარტებით,  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში.

მათივე ინფორმაციით, შექმნილია მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში.

"პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოჰყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში. ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებით საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.

ამას გარდა, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილია მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისარგებლონ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით". – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 პაციენტი გარდაიცვალა. ასევე, ბოლო 24 საათში გაკეთდა 14 784 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 806 681 ადამიანია აცრილი, მათგან 237 149 ორჯერადად.

კომენტარები