საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 208.4 მლნ აშშ დოლარი (652.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (19.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ევროკავშირის წილი 40.30%-ია, ყველაზე მეტი - 40.11 მლნ კი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
ქვეყნები, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
- რუსეთის ფედერაცია - $40.1 მილიონი, წინა წელთან 0.71% კლება
- იტალია - $33.3 მილიონი, წინა წელთან 18.8% ზრდა
- აშშ - $25.5 მილიონი, წინა წელთან 13.7% ზრდა
- საბერძნეთი - $20.6 მილიონი, წინა წელთან 2% ზრდა
- ისრაელი - $16.1 მილიონი, წინა წელთან 14.4% ზრდა
- გერმანია - $9.9 მილიონი, წინა წელთან 43.4% ზრდა
- თურქეთი - $8.9 მილიონი, წინა წელთან 20.6% კლება
- უკრაინა - $7.4 მილიონი, წინა წელთან 24.9% კლება
- აზერბაიჯანი - $6.7 მილიონი, წინა წელთან 11.8% ზრდა
- ესპანეთი - $5.3 მილიონი, წინა წელთან 6.2% ზრდა.
სებ-ის თანახმად, 2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (83.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივლისის (22.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.9%-ით მეტია.