პარტია ხალხისთვის

ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

პარტია ხალხისთვის თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე იქნება. მისი წარდგენა ცოტა ხნის წინ მოხდა.

"ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის. ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდზე არის ბენზინგასამართი სადგურები. ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტროტუარები, რომ ბავშვები გაასეირნონ. ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს, ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არც ერთი სივრცე არ არსებობს, სადაც პენსიონერი ადამიანი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს, იპოვის კოლეგებს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, ეს ქალაქი არ არის ოჯახებისთვის, რომლებიც, პირველ რიგში, ეძებენ ეზოებს", - თქვა დოლიძემ წარდგენაზე.

თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

მმართველი პარტიის კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება

არჩევნებისთვის ოთხი ოპოზიციური პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა – თბილისში საერთო კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმდა. პარტიების მერობის საერთო კანდიდატი ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, ვიცემერობის კანდიდატი კი – ცოტნე კობერიძე. 

კომენტარები