პარტია ხალხისთვის

"ხალხისთვის" – ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ დააფუძნა პარტია ხალხისთვის. დამფუძნებელი ყრილობა დღეს, 22 მაისს, თბილისში გაიმართა. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭო და სარევიზიო კომისიაც დამტკიცდა. თავად ანა დოლიძე პარტიის თავმჯდომარე იქნება.

"პარტია ხალხისთვის იქნება სწორედ ასეთი ძალა, რომელიც იქნება კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პრობლემების გატანაზე და გადაწყვეტაზე. ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დიდუბე-ჩუღურეთში და ამას ექნება დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში". – ამბობს ანა დოლიძე.

გასულ წელს, ანა დოლიძემ დააარსა სამოქალაქო მოძრაობა ამავე სახელწოდებით – "ხალხისთვის" .

კომენტარები