ქართული ოცნება

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე იქნება. მმართველ პარტიას წარდგენის ღონისძიება 20 ივლისს, 20:00 საათზე აქვს დაგეგმილი, თუმცა მათ ოფიციალურ Facebook გვერდზე კახა კალაძის ჩამუქებული სილუეტით დაგვაინტრიგეს

ტაბულამ კახა კალაძის ის ფოტო იპოვა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისი წარდგენისთვის ჩააბნელა.

მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების მოსაწვევი სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა პარტიას წარდგენაზე ჯერ მედია მიუწვევია.

ქართული ოცნების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ღონისძიებაზე დამატებით ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ და დასწრების შესაძლებლობა ყველა მედიას ექნება.

კომენტარები