თვითმმართველობის არჩევნები 2021

ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარე – ხოშტარია

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი ელენე ხოშტარია წარადგინა.

ნიკა მელიას თქმით, ენმ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის არცერთ უბანში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს.

მელიას და ხოშტარიას კანდიდატურებს მხარს უჭერენ შემდეგი პარტიები: ენმ, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპული საქართველი.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი - მათ მოქმედი მერი, კახა კალაძე 20 ივლისს, ოფიციალურად წარადგინეს.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

კომენტარები