თვითმმართველობის არჩევნები 2021

თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება

Facebook/Tsotne Koberidze

თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი გირჩი – მეტი თავისუფლების პოლიტსაბჭოს წევრი, ცოტნე კობერიძე იქნება. პარტიაში ჩატარებული შიდა პრაიმერისის შედეგები პარტიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოთხი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა – თბილისში საერთო კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმდნენ. პარტიების მერობის საერთო კანდიდატი ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცემერობის კანდიდატი კი – ცოტნე კობერიძე. 

ოთხ პარტიას თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების სია ჯერჯერობით არ წარუდგენია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები