ჩვენ გავაკეთეთ და უკვე დავასრულეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. ჩემს გამოსვლებში ვამბობ და მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ გითხრათ – ჩვენ გვქონია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან, ჩვენი ქვეყანა – ვთქვათ, ხალხო, ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვიცით, რა ხდება, რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში – ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ და ამას გარდა, ის განუკითხაობა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა, ხალხის კი არა, პოლიტიკოსების, იმ უპასუხისმგებლო, უგუნური პოლიტიკოსების, რომლებიც მოდიან გარკვეული ვადით და ტოვებენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, მომავალი თაობისთვის. ეს არის დიდი გამოწვევა და ამისგან უნდა დავაზღვიოთ ჩვენი თავი, ჩვენი შვილები, ხალხი და ქვეყანა.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი: ვიცით, რა გზა გავიარეთ 30 წელში, დავანგრიეთ ქვეყანა, საათივით აწყობილი ქარხნები
tbl.ge/5nka
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელში მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




