თვითმმართველობის არჩევნები 2021

პაპუაშვილი: ჩვენი კვლევით, 2 კანდიდატს შორის კალაძე აიღებდა 66,2%-ს, მელია - 33,8%

ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების შექმნილი სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკა მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, კალაძე 66,2%-ს, ხოლო ნიკა მელია 33,8%-ს მიიღებდა.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, ოცნების შიდა კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 46,3%--ი უჭერს მხარს, ნაციონალური მოძრაობას - 23,3%-ი, გირჩი-მეტი თავისუფლებას- 5,3%-ი, საქართველოსთვის 5,2%-ი, მაშინ როდესაც, ყველა სხვა კვლევაში, მათ შორის  NDI,  IRI, IPSOS, Edison Research, პარტიას საქართველოსთვის 8% ან მეტი რეიტინგი აქვს.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით მოქალაქეებს მხარს უჭერს 3,3%, სტრატეგია აღმაშენებელი - 2,3%, ლელო - 2,3, პატრიოტთა ალიანსი - 2,1% ევროპული საქართველო - 1,4%, გირჩი -1,2%, ლეიბორისტული პარტია - 0,9, ერთიანი საქართველო - 0,8%, სხვები - 5,6%.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპონდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.

კომენტარები