NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 51% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

adf.org.au

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 51% - არა
  • 35% - კი
  • 13% - არ ვიცი

2020 წლის აგვისტოში იმავე კითხვაზე არა-ს 37% პასუხობდა.

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები