რუსთავი 2

"საკუთარ თავს ამ არხზე ვერ ვხედავ" – გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა

ტელეწამყვანმა გურამ როგავამ რუსთავი 2 დატოვა და ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგავამ მადლობა გადაუხადა რუსთავი 2-ს "ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის", თუმცა დაწერა, რომ დღეს იქ თავს ვეღარ ხედავს.

"სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, - ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი. 

ცვლილებების დროა! 

მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა.

მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ.

ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე პოსტსკრიპტუმი, რომლის ამბიციაც იყო, ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით. 

მჯერა, იმავე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს რუსთავი 2-ზე არ მოხდება! 

დროებით!"  – წერს როგავა.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა P.S. 13 ივნისს გავიდა, წამყვანები იყვნენ გურამ როგავა და დავით კიკალიშვილი .

კომენტარები