ვაქცინაცია საქართველოში

პაპუაშვილი: აღქმებს, რომ თითქოს ანტივაქსერები არიან გარკვეულ ჯგუფებში, საფუძველი არ აქვს

გარკვეული პერიოდი საუბრობდნენ, თითქოს ექიმებში იყვნენ ანტივაქსერები, მაგრამ ვნახეთ, რომ 50% უკვე აიცრა, ანუ ეს სტატისტიკით არ დასტურდება. ამ აღქმებს, რომ თითქოს ანტივაქსერები არიან გარკვეულ ჯგუფებში, საფუძველი არ აქვს, ეს არის უბრალოდ აღქმები, თითქოს ერთი ჯგუფი მეორეს მოუწოდებს, რომ არ აიცრას. ზოგადად, მსოფლიოშიც არიან ამ კუთხით ნაკლებად განწყობილი ხალხიც ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია ცნობიერების გაზრდაზე ვიმუშაოთ, რასაც მთავრობაც აკეთებს, მათ შორის აცრაზე დარეგისტრირების ხელშეწყობა. დღეში საშუალოდ 20 000 იცრება, რაც გვანახებს, რომ ის გათვლები, რაც გვქონდა დასაწყისში,  ამ ტემპით ჩვენ წლის ბოლოს 60%-ზე გავალთ. 

თქვა ქართული ოცნების წევრმაშალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

2 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 45% არ აიცრება, Covid-19-ის აცრას 18% გაიკეთებს.

კომენტარები