საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას

მერების ხელფასები შეადგენს, დაახლოებით, 1 800-2 000 ლარს. აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე, ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარუდგენია. ბატონი ლაშა გამოვიდა პრეზენტაციით, სადაც მან განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდაში ეტაპობრივად. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან. 

გავზრდით მერების ხელფასებს, პრაქტიკულად, გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს ქუთაისს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2 000 ლარი. ისევე როგორც ზოგადად სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს.  

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

კომენტარები