მიწისძვრა

სოფელ სამებასთან ნახევარი საათის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს, 9 აგვისტოს, სოფელ სამებასთან დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 07:24 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა და მისი სიდიდე იყო 3.5 (ML) მაგნიტუდა.

ხოლო მეორე, 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, 08:03 საათზე, კვლავ სოფელ სამებასთან მოხდა.

ამასთან ერთად, აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული ჯამში სოფელ სამებასთან მიწისძვრის 8 ფაქტი ფიქსირდება.

კომენტარები