აგვისტოს ომი

ნაუსედა: საქართველოში მცოცავი ანექსია კვლავ გრძელდება, ეს უნდა შეჩერდეს

13 წელი გავიდა რუსეთის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა და მცოცავი ანექსია კვლავ გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის მასშტაბი, ინტენსივობა და გეოგრაფია. ეს უნდა შეჩერდეს! საკმარისად მოვისმინეთ გამოსაფხიზლებელი ხმა.

წერს ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა twitter-ზე.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. 

კომენტარები