აშშ-ს მთავრობამ, ევროკავშირმა, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა, პროდასავლურმა ოპოზიციამ საქართველოში - ყველამ აღნიშნა, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ შედიოდნენ ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც განახორციელეს სამხედრო აგრესიის აქტი და დაიწყეს ომი. 8 აგვისტოს ომის დაწყებას აღნიშნავს მხოლოდ ორი მთავრობა მსოფლიოში, რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, დუგინის ძმაკაცების ძმაკაცი ღარიბაშვილი ისევ წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას და ამით უქმნის კომფორტს საერთაშორისო ასპარეზზე, საიდანაც ოცნებამ მოუხსნა ოკუპაციის საკითხი ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას. ეს კომფორტის შექმნის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და დუგინის ძმაკაცებთან ძმაკაცობა, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტისა და მომავლის ღალატი.
აგვისტოს ომი
კანდელაკი: ღარიბაშვილი ომის პროვოცირებას საქართველოს აბრალებს, ამით რუსეთს კომფორტს უქმნის
tbl.ge/5ncx
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა.
საქართველოს მთავრობა აგვისტოს ომის 13 წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება კი კონფლიქტის დაწყების წლისთავს 7 აგვისტოს გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- კანდელაკი სტრასბურგზე: ჩვენი მთავრობა სოროშია ჩამძვრალი და იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი
- სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო
- ილვესი: საქართველოს მთავრობა რუსეთთან ერთად არ ეთანხმება მსოფლიოს, რომ ომი 7-ში დაიწყო
- პრემიერი: ძალას, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს
- ნაუსედა: საქართველოში მცოცავი ანექსია კვლავ გრძელდება, ეს უნდა შეჩერდეს