აგვისტოს ომი

ევროპარლამენტი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები ვრჩებით

europarl.europa.eu

7 აგვისტოს, ევროპარლამენტმა აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები პანევროპული ოჯახის წევრები არიან, მათ აირჩიეს ევროატლანტიკურ გზაზე თავისუფლად და ერთხმად სიარული. 

სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს არც საქართველოს მოქალაქეების მსგავსად შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების განხორციელება და ვერც სარგებელს ნახულობენ ევროკავშირში ასოცირების შეთანხმებით ხელშეწყობილი სოციოეკონომიკური განვითარებით, მაშინ, როცა ისინი რუსული ოკუპაციის მათრახისგან იტანჯებიან. მათი ტანჯვა კიდევ უფრო გაუარესებულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელებით" – წერია განცხადების შესავალში.

განცხადებაში ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ისინი კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ემხრობიან. ასევე, კიდევ ერთხელ აცხადებენ საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

ევროპარლამენტი რუსეთს 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებასა და ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებზეც რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, ევროკავშირის ჰუმანიტარული მისიის დაშვებისკენ, ბორდერიზაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

წერილის ხელმომწერები არიან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი სვენ მიქსერი.

კომენტარები