აგვისტოს ომი

ბოკერია: დაღუპულთა ხსოვნა გვავალდებულებს, არ დავუშვათ, უიარაღოდ წაგვართვან დამოუკიდებლობა

"[რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა] ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ეს საფრთხე, რომელიც არ გამქრალა პუტინის რუსეთისგან, გავანეიტრალოთ და არასოდეს არ დავუშვათ, რომ იარაღის გამოყენების გარეშე წაგვართვან ჩვენ შიგნით დამოუკიდებლობა და რწმენა, რასაც ახლა აკეთებს ჩვენი მტერი. ამ ხალხის ხსოვნა ერთ-ერთი ის ფაქტორია, რის გამოც ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სულ გვახსოვდეს, რამხელა მსხვერპლის ფასად გვაქვს ის თავისუფლება - არასაკმარისი, არაბოლომდე მიღწეული, მაგრამ ის რაც დღეს გვაქვს..."

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები მუხათგვერდის სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივს მისაგებად მივიდნენ. 

კომენტარები