ვაქცინაცია

ტიკარაძე: არ დამვიწყებია, რომ მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს, აუცილებლად გაცნობებთ

"მე, რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია, რომ მეორე დოზა გასაკეთებელი მაქვს და აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც გავიკეთებ". – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ როდის გეგმავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრას.

ჯანდაცვის მინისტრი ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს, საჩხერის საავადმყოფოში აიცრა.

ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდგომ, მინისტრს 1-ელ ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსისგან კი 16 ივნისს განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 20 ივლისს თქვა, რომ მოქალაქეები კორონავირუსით ინფიცირებიდან აცრას 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში შეძლებენ, შესაბამისად, ამ პერიოდიდან ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ვაქცინის მეორე დოზის მიღება უკვე შეეძლო.

კომენტარები